пятница, 7 декабря 2012 г.


შობის  დილა
პროექტის სახელწოდება: საახალწლო კონცერტის გამართვა. 
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები შექმნიან(დაამზადებენ)საახალწლო სიმღერების CD დისკებს,მინუს ფონოგრამებით.გააკეთებენ DVD      ჩანაწერს. გამართავენ საახალწლო კონცერტს.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის მომზადებით, მოსწავლეებს შეეძლებათ საკუთარი სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,აუმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.შეძლებენ აუდიტორიის წინაშე სიმღერას.
ახალი წელი ჩრდილოეთ პოლუსზე
პროექტის მიზნები:  საახალწლო კონცერტის გამართვით მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხების, ინფორმაციის სხვადასხვა ღონისძიებებში გამოყენების, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების,მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
ვადები|ხანგრძლივობა:1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება დისკები საახალწლო სიმღერების მინუს ფონოგრამებით. ვიდეოჩანაწერი,კონცერტის ფოტოსურათები,ბლოგი– ღონისძიება თავისი რესურსებით.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,CDდა DVD       დისკები, მუსიკალური ცენტრი, მიკროფონი,წებო,ფერადი ქაღალდი,ფოტოაპარატი–ციფრული.
პროექტის მსვლელობა: პროექტის თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის გეგმა და გეგმის განხორციელების 6 ეტაპი.ასევე შეიქმნება მოსწავლეების 2ჯგუფი.
I-ეტაპზე–მოსწავლეების I ჯგუფს დაევალება,ინტერნეტში მოიძიოს საახალწლო საბავშვო სიმღერები,ამ სიმღერების მინუს ფონოგრამები და ტექსტები. ასევე დაევალება გადმოწეროს ამ სიმღერების მინუს ფონოგრამები     დისკებზე.
მოსწავლეების II ჯგუფს დაევალება საახალწლო კონცერტისათვის კლასის გასაფორმებელი მასალის დამზადება.(ნაძვის ხის სათამაშოები,ფერადი ბურთები,ფიფები,გირლიანდები)ასევე აირჩევენ მოსწავლეს, რომელიც ფოტოაპარატით გადაიღებს კონცერტის სურათებს და ვიდეოს.
II-ეტაპზე–ყველა შერჩეულ სიმღერას განიხილავენ ერთად და შეარჩევენ საუკეთესოებს.
III-ეტაპზე–მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ სიმღერების  შემსრულებლებს.
IV-ეტაპზე–შეისწავლიან სიმღერებს.
V-ეტაპზე–ერთად გააფორმებენ  კლასს საახალწლო კონცერტისათვის.
VI- ეტაპზე–გამართავენ  საახალწლო კონცერტს.
კონცერტის შემდეგ ფოტომასალის გამოფენა და ვიდეოფაილის განთავსება ინტერნეტში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ,მუსიკა,ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია სალაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:gionanazuri@gmail.com
პროექტის ბლოგი:mzia5.blogspot.com


 გაკვეთილის გეგმა
  


Комментариев нет:

Отправить комментарий